პროექტის სახელწოდება:
სოფელ ივერიის ისტორია
2.პროექტის მთავარი
თემა(იდეა): ბავშვებს გავაცნო სოფლის დაარსების და მისი განვით
არების ისტორია.
3.პროექტის აქტუალობა:
ახალგაზრდობა გაეცნოს სოფლის წარსულს
4.პროექტის მიზნები:
სრული აღწერა: სოფელი ივერია ასპინძიდან 4 კილომეტრში მდებარეობს. სოფელი დაარსდა
1983 წელს. სოფელში ცხოვრობს 70 კომლი. მოსახლეობა მაღალმთიანი აჭარიდან გადმოვიდა
საცხოვრებლად. ივერია მანამდე დაუსახლებელი იყო. სოფლის თერიტორიაზე არსებობდა მხოლოდ
ერთი შენობა– მეცხვარეობის ფერმა. დანარჩენი ტერიტორია სათიბი და ზამთრია საძოვრები
ყოფილა. სოფლის შემოსასვლელში რამოდენიმე ათეული ძველი საფლავია.გადმოცემით აქ დასაფლავებულია
400 თათარი, რომლებიც ლეკებს დაუკლავთ ქვაზე (ეს ქვა დღესაც არის). მოსახლეობის ძირითადი
საქმიანობაა მიწათმოქმედება და მესაქონლეობა.
ადგილობრივი მცხოვრებლებს
შეადგენენ: აბაშიძეები, ღორჯომელაძეები,იაკობაძეები, აბულაძეები, შანთაძეები და სხვა.
5. მონაწილეთა ასაკი:
11–12 წელი.
6. ვადები/ ხანგრძლივობა–8
დღე.
7.მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლეები გააკეთებენ თავიანთ გადაღებულ
სურათებით სტენდს(სოფლის
სურათები)
8.პროექტისათვის
საჭირო ძირითადი რესურსები: ციფრული აპარატი, უ
ხუცესი ადამიანებისგან
ისტორიული მასალის ჩაწერა.
9.დაევალოს მოსწავლეებს
მსგავსი ინფორმაციის მოძიება ინტერნეტის საშუალებით.გააკეთონ ფოტოალბომი( ჯგუფებად
დავყოფ).
10.ეროვნულ სასწავლო
გეგმასთან კავშირი: განუვითარდებათ თანამშრომლობითი უნარ–ჩვევები,ინფორმაციის მოპოვების
გადამუშავების უნარი.
11.პროექტის ხელმძღვანელი:
ნანა შავაძე.
12.ხელმძღვანელის
ელ.ფოსტა:shavadzenana@gmail.com.